Saturday, July 14, 2018

მეცხრე დღე

დღეს უკვე ტრენინგის ბოლო დღეა,საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო,როგორც ყოველთვის.ტრენინგმა მართლაც გაამართლა ჩემი მოლოდინი,ჩვენი ტრენერის,ადამიანი პოზიტივის და საინტერესო კურსის დახმარებით შესაძლებლობა მექნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გავამდიდრო და დავხვეწო ჩემი პროექტები.მადლობა1

Thursday, July 12, 2018

მერვე დღე

მართალია დღეს საშინლად ცხელა, მაგრამ მაინც ნაყოფიერად ვიმუშავეთ.დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული. ვისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, July 8, 2018

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ წყვილებში,შევაფასეთ მოსწავლის ნამუშევარი.განვიხილეთ მთლიანად მეექვსე მოდული. ვისაუბრეთ აღქმის სტილზე,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე,თვითრეგულირებაზე,ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ,რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტს,ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონებში. როგორც ყოლელთვის საინტერესო დღე იყო,მადლობა მარიკა!

Saturday, July 7, 2018

მეექვსე დღე

გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები,ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებზე.

მეხუთე დღე

მოვახდინეთ წინა მოდულისათვის შექმნილი პრეზენტაციის შეფასება,უკუკავშირი,რჩევები და კომენტარები..შემდეგ ავტვირთეთ დრაივში და ჩავაშენეთ ბლოგში. გავეცანით საიტების სანდოობის განმსაზღვრელ კომპონენტებს,საავტორო უფლებების დაცვის წესებს.Zalian saintereso iyo!

Saturday, June 30, 2018

მესამე დღე

გავეცანით სასწავლო პორტალს, საგნის სტანდარტებს,მოვძებნეთ მაღალი სააზროვნო ინდიკატორები.
მიზნის ჩამოყალიბებისათვის გავეცანით ბლუმის თეორიას და 21-ე საუკუნის გამოწვევებს.
მათზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი და შევიმუშავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, June 24, 2018

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული  თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვიმუსავეთ სასწავლო პროექტის დამხმარე ნაწილში,შევეხეთ მის დადებით მხარეებს.მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის როლს.შევქმენით პუბლიკაციის ჩეკლისთი ,ავტვირთეთ შესაბამისი სურათები.გავხსენით ჩვენი ბლოგები.                                           

პირველი დღე

                                                     რეფლექსია
ზოგადად ვისაუბრეთ პროექტებით სწავლებაზე. სასწავლო და სოციალურ პროექტებზე. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოთხოვნებს. შევქმენით საქაღალდე, რომელშიც განვათავსეთ დოკუმენტები.გავეცანით სამი სახეობის პროექტს, ერთ-ერთ მათგანზე ვიმუშავეთ წყვილებში.